08:45 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:00:06, 1108 ნახვა

ეკონომიკა
თაბუაშვილი: ლარის გაცვლით კურსზე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმაც იმოქმედა

ფინანსთას მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ვინაიდან საქართველოში ვალუტის თავისუფალი ცურვის რეჟიმი მოქმედებს, ლარის გაცვლით კურსზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და სტაბილურობა შენარჩუნდეს. თაბუაშვილის განმარტებიტ, მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობს:

„იცით, რომ გაცვლითი კურსი, ლარი არ არის არც ერთ ვალუტაზე მიბმული დაფიქსირებული და არც რომელიმე ვალუტების კალათაზეა მიბმული. ჩვენ გვაქვს არჩეული თავისუფალი მცურავი რეჟიმი. შესაბამისად,  ლარის გაცვლით კურსზე შეიძლება გავლენა იქონიოს ძალიან ბევრმა ფაქტორმა. ჩემმა განცხადებაც კი შეიძლება გარკვეულწილად გავლენა იქონიოს. ამიტომ, იგივე დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა და  ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებაც იმოქმედა, საგარეო ვაჭრობის დინამიკამ,  მოლოდინებიც მოქმედებს. არის როგორც გამყარებისკენ მოძრაობა, ასევე გაუფასურებისკენ. ეს ჩვეულებრივი მომენტია. უბრალოდ, ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და შევინარჩუნოთ სტაბილურობა, თორემ გაცვლითი კურსი სადაც დაფიქსირდება, ახალი წონასწორაბა რაც განისაზღვრება,  ის არის მოცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი რეჟიმი“, - განაცხადა თაბუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics