|
2016-06-30 12:09:10, 606 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობამ „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცა
მთავრობის დადგენილებით საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025“ დამტკიცდა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. მთავრობაში აცხადებენ, პირველად საქართველოს ისტორიაში, შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას. კულტურის სტრატეგია 2025 გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანია. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო.სტარტეგიის მთავარი პრინციპია ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. სტრატეგიის გარდა, დამტკიცდება 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს საზოგადოება გაუწევს. „კულტურის სტრატეგიის განხორციელების შედეგად, 2025 წლისთვის საზოგადოებრივი განათლება შემქომედებითობასა და ინოვაციებზე იქნება დაფუძნებული, კერძოდ, მეტი კრეატიული რესურსი იქნება ქვეყანაში, რომელიც ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს ქვეყბის განვითარების ყველა სფეროში. გაიზრდება საზოგადოების, როგორც ბენეფიციარის, როგორც შემოქმედის ჩართულობა კულტურის სექტორში, რაც განაპირობებს რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, მიგრაციის შეჩერებას, შემოქმედებითი, თუ კულტურული პოტენციალის მოტივაციის გაზრდას, გაჯანსაღებას, რეგიონების ეკონომიკურად გაძლიერებას, გაძლიერდება კულტურის სექტორის სხვა სექტორებთან თანამშრომლობა, აღდგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და გამოყენებული იქნება მისი ეკონომიკური პოტენციალი, გაიზრდება კულტურის პროდუქტის და მომსახურების ხარისხი, კულტურის ექსპორტი, გაძლიერდება შემოქმედებითი ინდუსტრიები და გაიზრდება მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოს კულტურა და შემოქმედება მძლავრად წარმოჩნდება საერთაშორისო ასპარეზზე და გაიზრდება ქვეყნის იმიჯი და ცნობადობა. შესაძლებელი გახდება კულტურის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კულტურის ინსტიტუტების საკუთარი შემოსავლების ზრდა, გაიზრდება კულტურის სექტორის ეკონომიკური ეფექტი ქვეყნის მდგრად განვითარებაში“,-აცხადებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)