|
2016-06-30 09:50:26, 642 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომა თურქი ხალხისთვის სამძიმრის გამოცხადებით დაიწყო
კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, და არა მხოლოდ მათთან, თანამშრომლობის კუთხით; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შეფასებისას განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ტერორიზმს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია. „საშინელება მოხდა. მე მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არა მხოლოდ მათთან თანაშრომლობისთვის. ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რათა ასეთი რაღაცები არ მოხდეს. მინდა, გამოვთქვა გულწრფელი სამძიმარი. ტერორიზმი არ ინდობს არავის, მას არც ეროვნება და არც რელიგია არ გააჩნია. შეძრწუნებულები ვართ ამ შემზარავი ფაქტით", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)