|
2016-06-29 11:51:11, 677 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საგარეო უწყების ინფორმაციით, კონფერენციაზე დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს სიტყვით მიმართა. ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. „მესაზღვრეების" მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე. თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას და მის ფარგლებში მოლაპარაკებების ძირითად თემებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. მან ასევე დააფიქსირა, საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კონფერენციის ფარგლებში ასევე გააკეთა განცხადება უკრაინის თემისადმი მიძღვნილ სპეციალურ სამუშაო სესიაზე. სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)