|
2016-06-29 02:09:41, 682 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილის სამძიმარი თურქ ხალხს: შოკირებული და ძალიან დამწუხრებული ვართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბულში, ათა თურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით გამოეხმაურა. „შოკირებული და ძალიან დამწუხრებული ვართ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმით. თქვენს გვერდში ვართ და თქვენთვის ვლოცულობთ“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. - ამის შესახებ, ჟურნალისტებს თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ტერორისტმა აეროპორტის დაცვას ცეცხლი კალაშნიკოვის ავტომატით გაუხსნა. ვრცელდება ვიდეოკადრები სადაც ჩანს, რომ ტერორისტი თავს იფეთქებს. აეროპორტში ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ამის შესახებ სტამბოლის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)