|
2016-06-28 18:01:34, 691 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს არც „ნაც.მოძრაობა„ და არც „ოცნება„, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერენ მხარს
"არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება", ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ, მაღალი პროფესიული ხარისხის კანდიდატებს," - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მას პარალმენტში არ ყავს მოკავშირეები სასამართლო სისტემის განახლებასთან და გაჯანსაღების პროცესთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკურ დიქტატს დაუქვემდებარა ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი შტო, დღეს ცილს სწამებს ადამიანებს, რომელთა ბიოგრაფიაში არანაირი პარტიული კუთვნილება არ იკვეთება და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება", ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ, მაღალი პროფესიული ხარისხის კანდიდატებს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც პარლამენტის წევრები კვალიფიციურად მიუდგებიან საკითხს, გაიზიარებენ მიუკერძოებელი სასამართლოს საჭიროებას და მხარს დაუჭერენ წარდგენილ კანდიდატებს," - განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)