|
2016-06-28 17:39:09, 834 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას
„ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა" მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა, რომელიც „რუსთავი 2"-ის დაკვეთით განხორციელდა. „არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციას GFK-ის,მისი სანდოობის საკითხიც დგას, ბუნებრივია, ეჭქვეშ. გამომდინარე პირველ რიგში იქიდან, რომ 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ „ნაციონალური მოძრაობის" არაპირდაპირი დაკვეთით მაშინ ჩაატარა იგივე ორგანიზაციამ კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც დაგვიდეს გაყალბებული შედეგები. 20 %-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ჩვენ ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" GFK-სან ერთად აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)