|
2016-06-28 16:42:06, 589 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი: ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სავალდებულო გაწვევაზეა დამოკიდებული
„ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა სავალდებულო გაწვევაზეა დამოკიდებული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრის მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. სესიაშვილის თქმით, ის წელიწადზე მეტია მუშაობს პროექტზე, რომლიც გაწვევის სისტემის რეფორმას მოახდენს. „წელიწადზე მეტია აქტიურად ვარ ჩართული აღნიშნულ პროექტში და ვთვლი, რომ ის პროექტი, რომელიც მოვამზადე, ყველა პრობლემას მოხსნის“,-განაცხადა სესიაშვილმა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სავალდებულო მოწვევის გაუქმების პრაქტიკა ნატოს წევრ ქვეყანას, კერძოდ კი ლიტვას 2 წლის წინ ჰქონდა. ამასთან, მისივე თქმით, მას ლიტვის იმდროინდელ თავდაცვის მინისტთან ჰქონდა საუბარი, რომელმაც აღნიშნული კანონი შეცდომად მიიჩნია. „მოვუწოდებ ყველა უწყებას არ დავუშვათ მსგავსი შეცდომა და დეტალურად განვიხლოთ აღნიშნული საკითხი. ლიტვამ თავისი შეცდომა აღიარა და სავალდებულო გაწვევა აღადგინა“,-განაცხადა სესიაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე დაუშვა თუ არა თინა ხიდაშელმა შეცდომა? სესიაშვილმა აღნიშნა, რომ არა. მისი თქმით, საუბარი იმაზეა, რომ თვადაცვის მინისტრის ხედვა არის მოუმზადებელი, ნაჩქარევი და არ არის შეთანხმებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)