08:44 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 15:07:56, 1113 ნახვა

ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.36 – 2.37 ლარამდე მერყეობს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მკვეთრად გაუფასურდა.

სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.36 – 2.37 ლარამდე მერყეობს, მისი გაყიდვა კი, 2.32 – 2.33 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში 1 ევრო დღეის მდგომარეობით, 2.60-2.61 ლარი ღირს, ხოლო მისი გაყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი 2.55-2.56 ლარს მიიღებს.

ცნობისთივს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3436 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.2941 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0495 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.5850 ლარი ღირს, გუშინ მომქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.5377 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0473 ლარი შეადგინა. 

შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 22 თეთრით გაუფასურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics