|
2016-06-28 14:21:08, 562 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე: არ უნდა დარჩეს ჩთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადაიდგა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია წვევამდელებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ ხელმოწერილ ბრძანებას გამოეხმაურა. ბესელიას შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები პოლიტიკისა და სტრატეგიის ნაწილია და საჭიროა როგორც ფორმის, ისე შინაარსის დაცვა და მაქსიმალურად კოორდინირება მთავრობის მეთაურთან, პარლამენტთან და პრეზიდენტთან-შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. "მაშინ, როცა სამივე პირი, პრემიერი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი გამოთქვამს უკმაყოფილებას ასეთი ფორმით გადაწყვეტილების გამო, ეს ნიშნავს, რომ არ იყო კარგი კოორდინაცია და საკმარისი პროცედურები იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა ამ საკითხის მიმართ",-განაცხადა ეკა ბესელიამ. კითხვაზე- ამობენ, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები ყელში ეჩხირებათ და ხიდაშელის გადაწყვეტილებას ამიტომ აკრიტიკებენ, ბესელიამ ასე უპასუხა: "პირიქით არ უნდა დარჩეს ჩთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი ამ ფორმით გადადგმული იყო წინასაარჩევნოდ. ასეთი თემები მაქსიმალურად უნდა ავაცილოთ ისეთ ძალიან მნიშვნელოვან სფეროს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება",-განაცხადა ეკა ბესელიამ. თავდაცვის სამინისტრო ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა. "უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც ჩვენ ამის უფლებას არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შეურაცხვყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს, ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზირისთ ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში. ეს არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. თქვენი თანდასწრებით მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან.ფორმა არის ასეთი, რომ ჩვენ მივმართავთ მთავრობას ყოველი გაწვევის წინ, რომ გვჭირდება ამდენი სამხედრო მოსამსახურე და შემდეგ უკვე საერთო გაწვევიდან ხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც თავდაცვის სამინისტროში გადიან სამსახურს. დღეს მე ვაცხადებ, რომ თავდაცვის სამინისტრო, ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით, აღარ განახორციელებს გაწვევას და აღარ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. ნებისმიერ ჩემს შემდგომ მინისტრს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, რომ დააბრუნოს ჯარში წვევამდელები",- აღნიშნა ხიდაშელმა. ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახრციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათზე არ ვრცელდება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)