|
2016-06-28 13:59:01, 681 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არჩევნებს დიდი უპირატესობით მოვიგებთ, ეს იქნება სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი პარლამენტში
„აბსოლუტურად დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებზე და სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი იქნება პარლამენტში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ჩაატაროს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლოეს ისტორიაში. “ერთადერთი, რაც აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ამ არჩვევნებზე. ვფიქრობ, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი უპირატესობით, ეს იქნება სავარაუდოდ ასზე მეტი ადგილი პარლამენტში”,-აღნიშნა პრემიერმა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, კითხვაზე - თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 22.4%-მა დაასახელა "ქართული ოცნება", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი 21.7%-მა. გამოკითხულთა 7.8% სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძეს ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)