|
2016-06-28 13:17:40, 627 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე: მსგავს საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება
„ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება უნდა იყოს გავლილი“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდა. კვირიკაშვილის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და არაერთი უწყების ჩართულობას მოიცავს. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან და ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება წინასწარი, ტექნიკური მომზადების გარეშე. „რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ამასთან, კვირიკაშვილის განმარტებით, ეს არ არის საყოველთაო გაწვევის გაუქმება. მისივე თქმით, ამ ტიპის გადაწყვეტილებებით, თავდაცვის მინისტრი უარს ამბობს დამატებით კონტინგენტზე. "ვფიქრობ, მთელი ეს ფორმატი, გადაწყვეტილების იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის პროცესში, უნდა იქნას გავლილი და ეს არ არის ის, რომ სტრატეგიულ მიმართულებაში არის მიღებული ეს გადაწყვეტილება“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)