|
2016-06-28 10:51:28, 596 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: სესიაშვილს მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია
ირაკლი სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია, მე კი მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განაცხადა. ხიდაშელის თქმით, სესიაშვილის პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა ისინი სხვადასხვა მხარეს დგანან. „ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდაგავართ. მისი პოზიცია ჩემთვის გასაგებია. ის აბსოლუტურად გულწრფელია, როდესაც გაბრაზებულია, რადგან არ ესმის, როგორ შეიძლება, 7 ლარად არ ამუშაო ახალგაზრდა კაცი „ყარაულში“. ეს სესიაშვილს არ ესმის, ისევე როგორც მე არ მესმის, რატომ არის ეს სწორი“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. როგორც მინისტრმა განმარტა, შეიარაღებულ ძლებში წვევამდელთა გაწვევის გაუქმებაზე პრეზიდენტის ბრძანებულება არსებობს, რომელზეც მთავრობას იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო. „ამიტომ, მე ყველა დაპირების შესრულებას ვაპირებ, რომელიც გაიცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, პირადად ჩემს მიერ, როცა მინისტრი გავხდი. ამიტომ არაფერი სიახლე აქ არავისთვის არ იყო. უბრალოდ, როგორც გითხარით, არიან ადამიანები, რომლებსაც ფილოსოფიური პრობლემა აქვთ ან დამოკიდებულება“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)