|
2016-06-27 23:09:06, 652 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე: მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს
"მე შევასრულე დღეს ის დაპირება და მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩვენ დავასრულეთ საგაზაფხულო გაწვევა და შესაბამისად, როდესაც გვაქვს ვალდებულება, რომ 2017 წლიდან აღარ იქნება ჯარში გაწვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოდგომო გაწვევას თუ ისევ განვახორციელებთ, ჩვენ პირობას ვარღვევთ და ეს არის არასწორი. მე თავდაცვის მინისტრი ვარ ამ ქვეყანაში და ვალდებული ვარ ვიყო ადეკვატური იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ჩემი ხელისუფლების პირობებში არის მიღებული. მე შევასრულე დღეს ის დაპირება და მე ვასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მივეცით ქართველ ხალხს. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ დაპირების ფარგლებში გამოვაცხადე. პარლამენტში ინიციატივა იყო წარდგენილი გაწვევის საერთოდ გაუქმების შესახებ. შესაბამისად, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა ამ თემაზე მიღებული, მე რომ გამოვვარდნილიყავი მარტში და მეთქვა ნუ აუქმებ, ბუნებრივად ექნებოდათ ჩემს მიმართ პრეტენზია, რომ მე პოპულიზმით ვიყავი დაკავებული. მე ამ პროცესის ლოგიკურად დასრულებას დაველოდე და როდესაც პარლამენტმა დაასრულა თავის საქმიანობა ისე, რომ ეს საკითხი დარჩა ისევ გადაუწყვეტელი, ამიტომ, სწორედ იმ უწყებაში, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული და კონკრეტული ვალდებულებით არის შებოჭილი, მე ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. მე ველოდებოდი პარლამენტში პროცესის დასრულებას და რაც მთავარია, ველოდებოდი საგაზაფხულო გაწვევის დასრულებას“, -განაცხადა ხიდაშელმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)