|
2016-06-27 17:47:26, 652 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი მოსამართლეთა დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს
„მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ ამ გადაწყვეტილებას, მოსამართლეთა დამტკიცებაზე, სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი მიიღებს“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, თუ საჭირო გახდება ის მზად არის პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას მხარი დაუჭიროს. „ჩვენ ვართ ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი სექტემბერში შეკრებას აპირებს. თუ სექტემბერამდე იქნება საჭირო მე მზად ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას. დარწმუნებული ვარ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტი მოეკიდება შესაბამისი ინტერესით და ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს იქნება მიღებული. ასე, რომ ხელახლა წარმოგიდგენთ ორ კანდიდატურას, მესამე კანდიდატურა კი გადმოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ. კიდევ ერთხელ საჯაროდ მინდა მადლობა ვუთხრა სამივე ქალბატონს მათი ძალიან მაღალი იურიდიული კვალიფიკაციისთვის, მათი იმ მოწოდებისთვის, რომელიც რამდენიმე თვიანი გაურკვევლობის პროცესი მათ ძალიან მტკიცედ გაიარეს. დარწმუნებული ვარ ქართული სასამართლო სისტემა სწორედ მათი მეშვეობით გაძლიერდება. მიმდინარეობს კონსულტაციები თუ ვინ დავასახელოდ მესამე კანდიდატად“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)