|
2016-06-27 17:21:45, 588 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად კვლავ ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. როგორც მარგველაშვიმლა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მესამე კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. „დღეს მე ხელახლა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გამაჩნია, თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას კანდიდატურებს წარვადგენ. ეს არის მათთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი მზაობა მხარი დავუჭირო ამ კანდიდატურებს კიდევ უფრო განმტკიცებულია არსებული პროცესიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, მხედველობაში მიიღოს უზენაესი სასამართლოში არსებული პრობლემები და მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭიროს. "დღეს მინდა გავაკეთო განცხადება, იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ მე წარვადგინე სამი მოსამართლის კანდიდატურა პარლამენტში დასამტკიცებლად და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემი წარდგენილი კანდიდატურები. ეს არის განსაკუთრებით პრობლემური გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ, ჩემს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატურა თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა, ანა დოლიძე არიან უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები და პარლამენტში არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იყო, რომ ეს კანდიდატურები დამტკიცებულიყვნენ. მეორეს მხრივ, განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ფაქტობრივად ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია. იმიტომ, რომ მოსამართლეები არ არიან. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პარლამენტს, მიიღოს მხედველობაში ეს ვითარება და ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატებზე სერიოზულად იმსჯელოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)