|
2016-06-27 17:31:53, 606 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი წვევამდელებზე: ასეთი გადაწყვეტილებები ერთმა პირმა არ უნდა მიიღოს
„უნდა დავეთანხმო პრემიერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, შეირაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრის მიერ იმ ბრძანებაზე ხელის მოწერას, რომლითაც თავდაცვის უწყებაში წვევამდელთა სავალდებულო გაწვევა უქმდება. მარგველაშვილის შეფასებით, ასეთი გადაწყვეტილებები როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოს ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ამასთან, პრეზიდენტი განმარტავს, რომ მთლიანად სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევა გაუქმებული არაა: „არ არის გაუქმებული არანაირი სავალდებულო სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. უნდა დავეთანხმო პრემიერს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, უნდა იყოს განხილული როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში. აქ არ არის საუბარი გადაწყვეტილების სისწორეზე“,-განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ხიდაშელის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)