|
2016-06-27 17:19:13, 694 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა
თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. გიორგი მარგველაშვილმა დოლიძე ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება იქნება. „საპარლამენტი მდივნის ფუნქციას დღეიდან ჩვენთან ანა დოლიძე იტვირთავს. პირველივე მისი დავალება და პირველივე მისი საქმიანობა დაკავშირებული არის ისევ იმ პროცესთან, რაც შეეხება მოსამართლეების დამტკიცებას. ქალბატონი ანა შეეცდება, დაარწმუნოს დეპუტატები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა მიიღონ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა ნანა თოდუას კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა. შეგახსენებთ, პირველ ჯერზე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ აღნიშნულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)