|
2016-06-27 17:17:51, 634 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე (ანაზღაურების გარეშე):
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატი კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში შეირჩევა და მინისტრს დასამტკიცებლად, ადგილობრივი საბჭოს წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა ახლდეს. აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის გადაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე - gujmajuridze@moc.gov.ge, დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე - (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420).
საბუთების მიღება 2016 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)