|
2016-06-27 16:29:33, 684 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“: სავალდებულო გაწვევაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მოქალაქეთა 75%-ს არ ეხება
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წარმომადგენლის, გუგა ჩაფიჩაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა გაუქმდა, წინასაარჩევნო პოპულისტური ნაბიჯია, რადგან მას რეალურ ცვლილებებთან კავშირი არ აქვს. როგორც ჩაფიჩაძე განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომელთაც აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა ჯარში, ხოლო დანარჩენ 75% მოქალაქეს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, არ ეხებათ: "თინათინ ხიდაშელი ოქტომბრის მერე აღარ იქნება მინისტრი, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ მინისტრს ექნება უფლება, ისევ აღადგინოს ამ 25%-ის გაწვევა ყაზარმებში (თავდაცვის სამინისტრო). მოხშირდა საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ, ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი გახდება ბატონი სესიაშვილი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია", - აღნიშნა ჩაფიჩაძემ. მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება შსს-სა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ვერ შეეხება. გარდა ამისა, ჩაფიჩაძე აცხადებს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი ცვლილების წინააღმდეგია, რაც ართულებს ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირებას, რომლის გარეშეც ეს თემა მუდმივად იქნება განსხვავებული იდეების მქონე მინისტრების გადასაწყვეტი, განაახლებენ თუ შეწყვეტენ იძულებით გაწვევას: "საჭიროა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ გირჩის ინიციატივას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს მუდმივი მარჩიელობა, თუ რას გადაწყვეტენ ახალი მინისტრები", - განაცხადა გუგა ჩაფიჩაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)