|
2016-06-27 15:29:20, 621 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნოდარ ხადური 30 ივნისს - 1 ივლისს, კიოტოში, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც BEPS-ის ასოცირებული წევრი. ამასთან, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ხადური დღეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, კაე იანაგისავას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო პერსპექტივა განიხილეს, რაც JICA-ს მიერ საქართველოში დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების პორტფელის გაზრდას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)