|
2016-06-27 15:05:17, 827 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გახდება ცნობილი
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. კობახიძე მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სიაში მოქმედი მინისტრები და დეპუტატები იყვნენ. „თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვარებს, რომელიც გავრცელდა, სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ. არის გარკვეული დამთხვევები, თუმცა, მთლიანობაში სია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიგეგმება. იქ შეიტყობთ თითოეულ სახელსა და გვარს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)