|
2016-06-27 14:25:28, 780 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაზე: ეს არის თინა ხიდაშელის იაფფასიანი რეკლამა
"ეს არის თინა ხიდაშელის იაფფასიანი რეკლამა",-ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავდაცვის უწყების მიერ სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ ბრძანებაზე ხელის მოწერას. მეჭიაურის შეფასებით, თინა ხიდაშელმა ამ გზით ამომრჩევლების ხმების მოპოვება გადაწყვიტა. მეჭიაური ხიდაშელის ქმედების კანონთან შეუსაბამობაზეც საუბრობს: "ეს არის ხიდაშელის იაფფასიანი რეკლამა. ეტყობა, ამით გადაწყვიტა იმ ამომრჩევლების ხმები მოიპოვოს, ვისი ოჯახის წევრებსაც უწევს გაწვევა ჯარში.ეს ერთი და მეორე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არ არის კანონთან შესაბამისობაში, არ იყო შეთანხმებული არავისთან",-განუცხადა მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს". ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან გაუქმდებოდა, თუმცა მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების თვალწინ, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ჯარში სავალდებულო გაწვევა დღეიდან გაუქმდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)