|
2016-06-27 10:31:00, 688 ნახვა
პოლიტიკა
პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება
პრაღაში დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება. შეხვედრაზე ქართული მხარე ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისი დასჯის აუცილებლობაზე გააკეთებს აქცენტს და ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებსაც. აბაშიძის თქმით, ქართული მხარის კატეგორიული პოზიციაა, რომ მკვლელი რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაპატიმრებული. „ჩვენი კატეგორიული პოზიციაა, რომ მკვლელი რაც შეილება სწრაფად უნდა იყოს დაპატიმრებული. ეს სხვათაშორის მის ინტერესებშიც უნდა იყოს, რადგან არის ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, ვიღაცამ ცადოს მისი ლიკვიდაცია და ამას შემდეგ დააბრალებენ ქართულ მხარეს, შეიძლება ამას მოყვეს ვითარების დაძაბვა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)