|
2016-06-26 17:34:43, 752 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას იმედით სავსე თვალები მაძლევს
„ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას იმედით სავსე თვალები მაძლევს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები ელის, რადგან წელს დამოუკიდებლად პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. პრემიერმა ყრილობაზე ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი საქართველოს სიძლიერეს ემსახურება. „დარწმუნებული ვარ, პარტიის თითოეული წევრი, განსაკუთრებით თქვენ, ახალგაზრდები თავს არ დაზოგავთ და იბრძოლებთ არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვებისთვის, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და სჯერა, რომ ,,ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს თქვენი ანთებული სახეები, თქვენი იმედით სავსე თვალები. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-დასძინა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)