|
2016-06-24 19:11:59, 682 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გუშინ ბრიტანელთა უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, თუმცა პირადად მე ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება. დადგა საკუთარ თავზე დაკვირვების და, ამასთანავე, კონსოლიდაციისა და განახლების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და კიდევ უფრო განმტკიცდეს და იაროს წინ. შესაბამისად, იმედის თვალით შევყურებ მომდევნო თვეებს, როცა ევროკავშირი შეასრულებს ისეთი ძლიერი ლიდერის როლს სამეზობლოში, როგორც ეს მსოფლიოში მის კუთვნილ ადგილს შეეფერება". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)