|
2016-06-24 15:33:11, 586 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინ დონატსის“ კიდევ ერთი რესტორანი მრგვალ ბაღთან გახსნა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში, მრგვალ ბაღთან, აბაშიძის ქ. #10-ში „დანკინ დონატსის“ ახალი რესტორანი გახსნა. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და დღესდღეობით უკვე 18 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი. 2016 წლის ბოლომდე „დანკინ დონატსის“ კიდევ რამდენიმე რესტორანი გაიხსნება. ახალგახსნილ ობიექტზე „დანკინ დონატსმა“ 20 ადამიანი დაასაქმა. “„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ მხოლოდ ორ წელიწადში შევძელით საქართველოში ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების ყველაზე ფართო ქსელის შექმნა და ძალიან მოკლე დროში მის ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად ქცევა. ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინ დონატსი” და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს”,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მისივე განმარტებით, მრგვალ ბაღთან ახალგახსნილ „დანკინ დონატსის“ რესტორანში მოსულ სტუმრებს ყველა სახეობის ვრეპის მირთმევა სპეციალურ ფასად - 15% ფასდაკლებით შეეძლებათ. „დანკინ დონატსის“ ახალი პროდუქტები - სალათა ცეზარი, ორაგულის სალათა, ბერძნულ სალათა, სხვადასხვა ხილის SMOOTHIE-ბი, პრემიუმ ხარისხის იტალიური ცხელი თუ ცივი ყავა და უამრავი გამაგრილებელი სასმელი ყველაზე მომთხოვნ სტუმარსაც ვერ დატოვებს გულგრილს. „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და კულატას პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული ქათმის ხორცითა, ბოსტნეულითა თუ სხვა პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. (R)
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)