|
2016-06-23 19:33:04, 614 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. პრეზიდენტისა და მინისტრის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდა. როგორც კახა კოჟორიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს. „პრეზიდენტმა, სწორედ, ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ინფორმაცია, სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ. მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საბაბი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გახდა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენს დაწესებულებებში. „ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომელთა უფლებამოსილების ფარგლებშიც პენიტენციარული დაწესებულებების შემოწმება შედის", - აღნიშნა კახიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)