|
2016-06-23 17:03:26, 587 ნახვა
პოლიტიკა
არგენტინელი ექსპერტები საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციით დაინტერესდნენ
ბუენოს აირესში არგენტინის იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანი სამართლის სფეროს ექსპერტებს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფარგლებში მინისტრმა ექსპერტებს ღია მმართველობის სფეროში მიღწეული წარმატების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. თეა წულუკიანმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწია საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარეობას, რა გზა გაიარა და რა რეფორმები გაატარა კორუფციის დამარცხებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულებისათვის. შეხვედრაზე მინისტრმა ექსპერტებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციაც წარუდგინა. „ჩემი მიზანია, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს, როცა საქმე სახელმწიფო სერვისების მიღებას ეხება. სწორედ ამიტომ ავაშენეთ 34 ქართულ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრი, ხოლო დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლების შენებას განვაგრძობთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. გარდა ამისა, მინისტრმა ექსპერტებს ინფორმაცია მიაწოდა ანტიკორუფციული საბჭოსა და სხვა უწყებათაშორისი საბჭოების შესახებ, რომელთაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, და რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად მოქნილი ინსტრუმენტია უწყებების ეფექტური მუშაობისთვის. შეხვედრის დასრულებისას გადაწყდა, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში არგენტინისა და საქართველოს მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება, სადაც არგენტინის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს ღია მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)