|
2016-06-23 13:08:16, 584 ნახვა
პოლიტიკა
დამატებით 99 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება
99 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათი დამატებით 38 ათას ადამიანს შეეხება: „მინდა, შევეხო მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 99 დასახლების შეტანას, რომელიც მოიცავს მთლიანობაში 38 ათას ადამიანს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან 38 ათას ადამიანს დამატებით შეეხება ის სოციალური შეღავათები, რომელიც არის გათვალისწინებული კანონით, რომელიც ჩვენ სულ ახლო წარსულში მივიღეთ. დღემდე ამ დასახლებების არ დაფარვა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზირებული მონაცემები, ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე შემოვდივართ წინადადებით, რომ 38 ათასი ადამიანი, 99 ახალი დასახლება დაემატოს ნუსხას", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)