|
2016-06-23 12:06:28, 588 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: გერლიანის საქმე ოდესელებისგან წმინდა წყლის პროვოკაცია იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის საქმეს პროვოკაციად მიიჩნევს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ყველასათვის ნათელია, რომ ეს ოდესელების პროვოკაცია იყო“. „ნებისმიერ შემთხვევაში, გერლიანი იქნებოდა გამოძევებული, თუ დეპორტირებული, უკრაინულ მხარე ვალდებული იყო და უნდა შეეტყბინებინა ქართული მხარისთვის. გერლიანის საქმე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია ოდესელებისგან. ჩემი აზრით, ეს ყველასთვის დღესავით ნათელია, მაგრამ არაუშავს, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. გარემოებები უნდა შეფასდეს ობიექტურად. უკრიანული მხარე ვალდებული იყო, ქართული მხარისთვის ეცნობინა”, - აღნიშნა მრებრიშვილმა. მისივე განცხადებით, არაერთხელ გასაჯაროვდა იმ ე.წ. კანონიერი ქურდების ვინაობა, ვინც 2006-2012 წლებში საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და დატოვეს. „არანაირი ზომები არ იქნა მათ მიმართ გამოყენებული, არავინ დუაკავებიათ, პირიქით თავისუფად გადააგდილდებოდნენ. გერლიანთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ იყო აღძრული, არ იყო ძებნა გამოცხადებული. ეს პროვოკაცია იყოს ოდესელების. საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა ის ორ დღეში დააკვეს, გაირკვა მისი ადგილსამყოფელი და მიუხედავად იმისა, რომ მიმალვას ცდილობდა, დავაკავეთ”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)