|
2016-06-22 19:30:36, 717 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩია
85 ხმით არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად თამარ ქალდანი აირჩია. მეორე კანდიდატმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა 44 დეპუტატის ხმა მიიღო. კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ნათია მიქელაძემ დეპუტატებს კანდიდატები წარუდგინა და მათი ბიოგრაფიები გააცნო, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. თამარ ქალდანი პროფესიით იურისტია. იგი 2013 წლიდან საქართველოს პირველი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი იყო. მისი ხელმძღვანელობის დროს შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რომელიც ახორციელებს მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და ორგანიზაციებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმას. თამარ ქალდანის თქმით, მეორე ვადით კანდიდატურის წამოყენება ემსახურებოდა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც იგი გრძნობს დაწყებულ რეფორმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით დაწყებული რეფორმა უნდა გაგრძელდეს. მუშაობა უნდა გაგრძელდეს ორი მიმართულებით - ეს არის საქმიანობის მასშტაბების გაზრდა, ბევრ სექტორში მონაცემთა დამუშავების შესწავლა და საზოგადოების ინფორმირება და მათთან მეტი კომუნიკაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევის პროცესი მაისში დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად 2 კანდიდატი პრემიერ-მინისტრს წარუდგინა, რომელმაც შერჩეული კანდიდატურები პარლამენტს გადაუგზავნა. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატს დღეს უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 3 წლის ვადით ირჩევს. 2013 წლიდან დღემდე ამ თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებს. კანონმდებლობის თანახმად, ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)