|
2016-06-22 16:20:21, 594 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე იმსჯელა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნაზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში (European Union CSDP Military Training Mission in the Central African Republic – EUTM RCA) მონაწილეობის მიღების მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ოცეულის გაგზავნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის - საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2016 წლის 21 ივნისის N3 ბრძანება, კომიტეტის წევრებს, უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა გააცნო. უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, დღეისათვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიის სწრაფი რეაგირების ჯგუფში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში კი, მისიას ოცი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეუერთდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ შევა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)