|
2016-06-22 12:56:07, 705 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: MAP-ი აღარ არის ეტაპი, რომელიც უნდა გავიაროთ ნატოში გასაწევრიანებლად
ნატოში გასაწევრიანებლად თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ MAP-ი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა და როცა, შედგება კონსენსუსი საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით საქართველო MAP-ს მიიღებს. ხიდაშელის თქმით, MAP-ი აღარ არის საქართველოსთვის ეტაპი, რომლის უნდა გაიროს ნატოში გასაწევრიანებლად. ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოსთველოსთან დაკავშირებით კიდევ უფრო ნათელი ტექსტი იქნება წარმოდგენილი იმისათვის, რომ ორმაგი ინტერპრეტაცია არ იყოს. „მეთვრამეტე წელია მაკედონიას MAP-ი აქვს, დეკემბრამდე ფორმალური მდგომარეობა იყო ასეთი, ჩვენ ვიყავით სადღაც, ამის შემდეგ უნდა მიგვეღო MAP-ი და შემდეგ შეიძლება ბევრი წელი გველოდა MAP-იდან ევროპამდე, სანამ წევრები გავხდებოდით. ჩვენ, რომ დღეს პრაქტიკულ ცხოვრებაში MAP-ი აღარ გვჭირდება ეს უნდა იყოს ადეკვატურად ასახული დოკუმენტებში. დეკემბერს მივაღწიეთ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა იქნება კონსენსუსი, იქნება კონსენსუსი წევრობაზე, MAP-ს მოგვცემენ და ამავდროულად მოგცემემენ მოწვევას წევრობისთვის. MAP-ი აღარ არის ეტაპი ჩვენთვის, რომლის უნდა გავიაროთ ნატოში გასაწევრიანებლად, იმედი გვაქვს ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო ნათელ ტექსტს მივიღებთ“, - განაცხადა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)