|
2016-06-22 10:42:29, 614 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიხტენშტაინსა და ბრიუსელს ეწვევა
22-23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ლიხტენშტაინის სამთავრობოსა და ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიხტენშტაინის საგრაფოში მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრთან აურელია ფრიკთან, ასევე ლიხტენშტაინის სამთავროს მმართველთან პრინც ალიოსთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან ეს გახლავთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინში. 23 ივნისს მინისტრი ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მისი შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. მინისტრი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტს ფედერიკა მოგერინის. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმებას.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)