|
2016-06-22 10:40:17, 690 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიმედოვნებ, LIBE-ს კომიტეტში ივლისში, ან სექტემბრის დასაწყისში, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო კენჭისყრა ჩატარდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ს კომიტეტი ივლისის თვეში, ან სექტემბრის დასაწყისში საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებს. ბაქრაძის თქმით, ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გააკეთეს, რაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოიხატა. „ბოლო სამმა დღემ აჩვენა ძალიან პოზიტიური ტენდენცია ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში ეს იყო ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე. იმედი გვაქვს საბჭოს ფორმატებში, კორეტერში და შემდეგ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს კომიტეტებში გარდაისახება საბოლოო მხარდაჭერა. რაც შეეხება, პარლამენტის მიმართულებით ჩვენ ვაფასებთ იმ ძალასხმევას, რომელიც მომხსენებელმა გამოიჩინა საქართველოს მხარდასაჭერად 8 ივლისამდე არის პერიოდი, როდესაც შენიშვნები იქნება გათვალისწინებული. იმედი გვაქვს, ივლისის თვეში, ან სექტემბრის დასაწყისში კომიტეტი საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებს“,-განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)