|
2016-06-22 10:03:19, 574 ნახვა
პოლიტიკა
თომას მელია: მოხარული ვართ, რომ პრემიერმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართვისგან თავი შეიკავონ
მოხარული ვართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომლითაც მან სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართულობისგან თავი შეიკავონ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თომას მელიამ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „შეხვედრაზე ბევრ საკითხს შევეხეთ საქართველოს პოლიტიკურ განვითარებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრისას. მოხარული ვართ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადებით, რომლითაც მან სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკაში ჩართულობისგან. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება პოლიტიკური კამპანიის პერიოდში პრობლემას წარმოადგენდა წარსულში როგორც აქ, ისე ბევრ სხვა ქვეყანაში. ახლა მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხს და სახელმწიფო მოხელეებს განუმარტოს, თუ რას წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და უზრუნველყოს ამ პროცესის კონტროლი და მონიტორინგი“, - განაცხადა მელიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რათა გამოაშკარავდეს და თავიდან იქნას აცილებული ძალადობის ინციდენტები. „დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ადრეული გაფრთხილების სისტემა, რათა გამოაშკარავდეს და თავიდან იქნას აცილებული ძალადობის ინციდენტები. მნიშვნელოვანია ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იქნას საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“,- განაცხადა თომას მელიამ. მისივე თქმით, USAID-ი და სხვა ამერიკული სააგენტოები მზად არიან, განაგრძონ საქართველოს დახმარება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ევროპული ინტეგრაციის საქმეში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)