|
2016-06-21 22:53:13, 725 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე: კანონიერი ქურდებისგან გაიცა ოპოზიციის წევრების ცემის დავალება
"ქართული ოცნების მხარდასაჭერად ოპოზიციის წევრებზე თავდასხმების დავალებებს ე.წ. კანონიერი ქურდები გასცემენ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი თარგამაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი დავალებების გამცემი ცნობილი ქურდი შაქრო კალაშოვია, რომელიც დღესდღეობით ერევანში ცხოვრობს. „აქ გაიცემა ასეთი ტიპის დავალებები, მაგალითად, არა ცენტრში, არა თბილისში, არა ლიდერებზე, მაგრამ რაიონებში რამდენიმე აქტივისტის დაჭრა მოხდეს. ეს იმისათვის, რომ შემდეგში ადვილი იყოს სხვების დაშინება ასეთივე ანგარიშსწორებით. მაგალითად, შაქრო კალაშოვი ერევანშია, მას შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან და იქ გადაჰყავთ მუდმივად ადამიანები, რომლებიც იღებენ ასეთი ტიპის დავალებებს და ამაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი. კოორდინატორი კი კახა კალაძე გახლავთ,“ - განაცხადა გივი თარგამაძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)