07:44 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 19:24:32, 1003 ნახვა

ეკონომიკა
თბილისს სამუშაო ვიზიტით გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული ერებისინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO). თანამშრომლობა ხორციელდებასაქართველოში ინდუსტრიულიპოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და აღნიშნული სტრატეგიის დანერგვის მიმართულებით.

UNIDO-ს გენერალური დირექტორის ლი იონგისა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიმდინარე წლის 18-21 ივლისს თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევაUNIDO-ს დელეგაცია (UNIDO Fact Finding Mission).

ვიზიტის მიზანია ქვეყნის დახმარების საშუალო ვადიანი პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა დარგში პრიორიტეტული ტექნიკური დახმარების პროექტების დაფინანსება.აგრეთვე, განხილულ იქნება ინდუსტრიული  განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროექტის ქვეყნის დახმარების პროგრამის ფაგლებში (Country Programming Framework) დაფინანსების საკითხი. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსების მოძიების მიზნით, მისიას დაგეგმილი აქვსშეხვედრების გამართვა ორმხრივ დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

დელეგაციის ვიზიტის კოორდინაციას ახორციელებსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics