|
2016-06-21 18:31:15, 1039 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსი გამყარებას ისევ დაიწყებს
დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მკვეთრ დაცემაში საპანიკო არაფერია, - ასე აფასებს "ექსპრესნიუსთან" საუბრისას არასამათავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. ის ვარაუდობს, რომ ლარი გამყარებას ისევ დაიწყებს. მისი აზრით, ამაში თავის როლს სეზონური ფაქტორი - ტურისტთა ნაკადის გაზრდა და ეკონომიკური აქტივობა იქონიებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. კეპულაძე ლარის კურსის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსის გამყარებაა. "ლარის კურსის დაცემის კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპისთვის უცნობია. მაკროეკონომიკური პარამეტრები არა მგონია, რომ განსაკუთრებულად შეცვლილიყო. წინა პერიოდში სებ-მა დიდი რაოდენობით დოლარი შეიძინა და რეზერვები შეავსო. მისივე თქმით, სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე დოლარის შეძენა ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. "როდესაც სებ-ი სავალუტო აუქციონზე ყიდულობს დოლარს, ამით ის აჩერებს ლარის მკვეთრ გამყარებას. რეალურად, შესაძლებელია გამყარება უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ამ გაუფასურებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს იმას, რომ ვთქვათ ერთი კვირის წინ ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მილიონი დოლარი შეიძინა. ეს დროებითი გაუფასურება მგონია", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" გიორგი კეპულაძემ. შეგახსენებთ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 9 პუნქტით გაუფასურდა. დღეს 1 დოლარის შეძენა 2.21 ლარად არის შესაძლებელია, მაშინ როდესაც 3 დღის წინ 1 დოლარი 2.12 ლარი ღირდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)