|
2016-06-21 17:14:39, 1102 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო
„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო და 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველი 30 ლარის ღირებულების საწვავის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად „ჯი-ენერჯის“ ვაუჩერს მიიღებს. დაგროვილი ვაუჩერების გადაცვლას კი შეძლებს „ჯი-ენერჯის“ იტალიური წარმოების პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთებში. „ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი აქციის დროს მიღებულ 20 სასაჩუქრე ვაუჩერს მომხმარებელი გაცვლის ძრავის ოთხ ლიტრ მინერალურ ზეთში, 25 ვაუჩერს - ნახევრად სინთეტიკურ ზეთში, 30 ვაუჩერს კი - სინთეტიკურ ზეთში. ვაუჩერების გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი „ჯი-ენერჯის” მომსახურების ცენტრებში ზეთს შეცვლის უფასოდ. ამას გარდა, თითოეული ვაუჩერი უდრის 1 % ფასდაკლებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ მოახერხებს 20, 25 ან 30 ცალი ვაუჩერის შეგროვებას. ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია არა მხოლოდ „ჯი-ენერჯის“ მომსახურების ცენტრებში, არამედ ავტომომსახურების ქსელ „ვიანორის“ ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 20 დეკემბრამდე. საერთაშორისო ავტომომსახურების ქსელი „ჯი-ენერჯი“ საქართველოს ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. „ჯი-ენერჯი“ მსოფლიოს მასშტაბით დღესდღეობით 200-ზე მეტ მომსახურების ცენტრს ფლობს. საქართველოს ბაზარზე ის ამ დროისათვის ორი ავტომომსახურების ცენტრითაა წარმოდგენილი, რომლებიც დიღომში, ბელიაშვილის ქ. #125-სა და დიდუბეში, ხოშარაულის ქ. #30-ში მდებარეობს. კომპანია ქსელის დინამიურ განვითარებას გეგმავს და წლის ბოლომდე ოთხ ობიექტს გახსნის თბილისა და რეგიონებში. „ჯი-ენერჯის“ მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც იტალიაში, საპორტო ქალაქ ბარში მდებარეობს წელიწადში 30 000 ტონა 100-ზე მეტი სახეობის პრემიუმ ხარისხის ზეთს და 6000 ტონა საცხებ-საპოხ მასალას აწარმოებს და მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით საშუალებას აძლევს გაუფრთხილდნენ ავტომობილს, შეუნარჩუნონ ძრავს მეტი რესურსი და ცვეთა დაიყვანონ მინიმუმამდე. „ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და კომპანია წამახალისებელი აქციებითა და დამატებითი სერვისების შეთავაზებით მუდმივად ცდილობს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და შეინარჩუნოს მათი ლოიალობა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)