|
2016-06-21 16:54:20, 665 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროკავშირი ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან მალე იმსახურებს ვიზალიბერალიზაციას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჯანელიძე გუშინდელი შეხვედრის შედეგს მიესალმება და ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით გატარებულ ყველა რეფორმას აფასებენ. მისივე თქმით, ევროკავშირი ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღებას რაც შეიძლება მალე იმსახურებს. "ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ეს არის ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობა, რომელიც მსჯელობს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე. ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)