|
2016-06-21 16:55:31, 579 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით არგენტინაში გაემგზავრა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არგენტინის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 22 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა არგენტინის იუსტიციის მინისტრ ხერმან გარავანოსთან. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი არგენტინელ კოლეგას ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს. შეხვედრაზე საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, სასამართლო რეფორმის სამივე ტალღაზე, პროკურატურის რეფორმაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს წარმატებაზე, ბავშვთა უფლებების დასაცავად გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ასევე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციისას ბარიერების მოხსნაზე. გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვდება ექსპერტებს, ანტიკორუფციული სახელმწიფო სამსახურის უფროსს, ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. დაგეგმილია მინისტრის სტუმრობა არგენტინის გენერალურ არქივში და შეხვედრა არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრ ანდრეს იბარასთან. ანდრეს იბარას თეა წულუკიანი ინფორმაციას მიაწვდის იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ამ კონტექსტში მასპინძლები გაეცნობიან სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობას. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი არგენტინაში 25 ივნისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)