|
2016-06-20 17:39:03, 766 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ოპონენტებმა დიმიტრი ქუმსიშვილთან პაექრობა ვერ შეძლეს
"ოპონენტებმა დიმიტრი ქუმსიშვილთან პაექრობა ვერ შეძლეს. მან ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით შთამბეჭდავი მონაცემები წარმოადგინა",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში არასასურველმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, გავლენა საქართველოზეც იქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე წარმატებული იყო. "შევედი პოლემიკაში დღევანდელ ოპონენტებთან. მგონია, რომ შევთანხმდით საკითხებზე. ქუმსიშვილმა ეკონომიკურ მიღწევებთან დაკავშირებით შთამბეჭდავი მონაცემები წარმოადგინა და ოპონენტებმა ვერ შეძლეს მასთან პაექრობა. ნამდვილად, შთამბეჭავია ახალი ხელისუფლების მიღწევები. რეგიონში იყო კრიზისული სიტუაცია, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში, რამაც ჩვენს ეკონომიკაზე გავლენა იქონია. მიუხედავად ამისა, ჩვენი ეკონომიკა იყო ყველაზე წარმატებული და ამას უნდა სწორი შეფასება. რეგიონში ეკონომიკური სიტუაცია უკეთესი გახდება, ევროპაშიც შეიცვლება და საქართველოში დაიწყება სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. კონფერენციის-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“ ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)