|
2016-06-20 17:34:54, 706 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ვისურვებდი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ექსპერტები აღარ დამალოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ კონფერენციას-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" საინტერესოდ აფასებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფორუმზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან მომზადებული მივიდა და ოპონენტებს მათთან პოლემიკაში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ივანიშვილი ამბობს, რომ დღევანდელ კონფერენციას კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები აკლდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაპატიჟებული იყო ექსპერტი რომან გოცირიძე და სერგი კაპანაძე, თუმცა არ მივიდნენ: "ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბიზნესი იყო წარმოდგენილი მასშტაბურად. მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან მომზადებული მოვიდა. ძალიან ბევრი ექსპერტი იყო, მაგრამ აკლდა კრიტიკა. კრიტიკულად განწყობილი მხოლოდ ორი ექსპერტი აღმოვაჩინე და შევეცადე მათთან პოლემიკაში შესვლასაც. მომავალში ვისურვებდი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ექსპერტები აღარ დამალოს. გოცირიძე, რომელიც პირველსავე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, გაიპარა შუაში, დღეს არ მობრძანდა. დავპატიჟეთ. დაპატიჟებული იყო ასევე სერგო კაპანაძე, რომელიც ასევე ოპონირებს ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს და კარგი იქნებოდა, მათ პროფესიონალებთან წარმოაჩინონ თავისი კრიტიკული მოსაზრებები და არა ისე დამახინჯებულად მიაწოდონ შემდგომ მედიას",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. "ექსპრესნიუსი" რომან გოცირიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)