|
2016-06-20 16:26:42, 610 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ რუსეთში, კარელიაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რამაც მოზარდების სიცოცხლე იმსხვერპლა. თანაგრძნობას ვუცხადებ მოზარდების მშობლებსა და ოჯახებს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. შეგახსენებთ, რუსეთში, კარელიის რესპუბლიკაში ნავებით გასეირნების დროს 15 ბავშვი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბავშვთა ბანაკის დამსვენებლები კარელიის რესპუბლიკაში მდებარე სიამოზეროს ტბაზე სამი ნავით სასეირნოთ წაიყვანეს. ნავებში 47 ბავშვი და ოთხი ინსტრუქტორი იმყოფებოდა. უამინდობის გამო, ორი ნავი გადატრიალდა. გარდაცვლილები 12-დან 17 წლამდე ასაკის იყვნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)