21:00 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 15:15:50, 666 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს

კრეატიული ბიზნესის ხელშეწყობისა და ინდუსტრიის გაძლიერების მიზნით, თბილისის მერიამ, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით,  "Creative Business Workshop" გამართა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით „როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმიანობიდან“, კულტურულ და კრეატიულ სექტორში (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, დიზაინი) დასაქმებული და დასაქმების სურვილის მქონე პირებისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა, რათა განსაზღვრონ ბიზნესის პოტენციალი, განავითარონ საკუთარი იდეები და გარდაქმნან ისინი ბიზნეს საქმიანობაში.

პროექტის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან ირაკლი ლექვინაძესთან და  ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დაესწრო. თბილისის მერმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან საინტერესო იდეები, რომლებიც  შესაძლოა მომავალში განახორციელონ. დავით ნარმანიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა მიიღონ უცხოური გამოცდილება და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემოგვთავაზონ საინტერესო პროექტები, რომელთა განხორციელებაც   სამომავლოდ ძალიან საინტერესო იქნება.

პროექტი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურისა და ბელორუსში მოქმედი ორგანიზაცია Balki Loft Project“-ის მიერ არის ორგანიზებული.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მეწარმეებმა, პროექტის მენეჯერებმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics