02:00 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-18 11:18:50, 677 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ რამსფელდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სასტუმრო „რუმსში" გაიმართა, სადაც დღეს კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა.

გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ რამსფელდს, საქართველოს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას ძალიან აფასებს.

შეხვედრისას საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა დონალდ რამსფელდს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე.

შეხვედრა CAMCA-ს რეგიონული ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ორგანიზებულია რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტის მიერ. ფორუმში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ისინი რეგიონისთვის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საკითხებს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics