|
2016-06-17 16:58:14, 670 ნახვა
პოლიტიკა
ჩიხრაძე: აუცილებელია, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები და შესაძლო მფარველი დაისაჯონ
თუ ჩვენ გვინდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ნორმალურ, სამართლებრივ, არა ძალადობრივ გარემოში ჩატარდეს, აუცილებელია, კორცხელის ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, ან შესაძლო მფარველი ადამიანები იყვნენ დასჯილები, - ასე შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლის თანახმადაც „კალა კაპიტალი“ კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს ფულს ურიცხავს. ჩიხრაძეს თქმით, პრეზიდენტის პოზიცია კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით უცვლელია და მისი აზრით, ყველა მონაწილე პირი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. "პოლიტიკური პროცესების მანიპულირება, ასეთი აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოძიებას, რომ ძალიან სწრაფი მოქმედებები განახორციელოს, იმიტომ, რომ საზოგადოებას პასუხები და რეაქციები სჭირდება. თუ ჩვენ გვინდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნორმალურ, სამართლებრივ, არა ძალადობრივ გარემოში ჩატარდეს,აუცილებელია, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე, ან შესაძლო მფარველი ადამიანები სამაგალითოდ დაისაჯონ. ეს მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს დოკუმენტები წარუდგინეს, რომლის თანახმადაც „კალა კაპიტალი“ ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს ურიცხავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)