01:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 13:17:34, 693 ნახვა

პოლიტიკა
მაიკლ პოზნერი: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტების შეურაცხყოფა დაგმონ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს დელეგაციის წარმომადგენლის მაიკლ პოზნერის განცხადებით, საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ გადაღებული მაკომპრომატირებელი მასალა გავრცელდა.

პოზნერის თქმით, ღია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ასეთი ინციდენტები მიუღებელია.

ამასთან დელეგაციის წარმომადგენელმა, ჟურნალისტების შეურაცხყოფის ფაქტებზეც ისაუბრა. პოზნერის რეკომენდაცია და რჩევა იქნება რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ასეთი ძალადობა დაგმონ.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ გადაღებული საკმაოდ მაკომპრომატირებელი მასალა გავრცელდა. ღია დემოკრატიული საზოგადოებისთვის ასეთი ინციდენტები ცალსახად მიუღებელია.

გარდა ამისა, იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. 15 შემთხვევაა ასეთი როდესაც ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკოსებმა დაგმონ ასეთი ძალადობა.

გარდა ამისა განვიხილეთ „რუსთავი 2“-ის და „მაესტროს“ საქმეები. ნამდვილად რჩება შთბაეჭდილება და იბადება კითხვები, რომ ამ საქმეებში ხდება ჩარევა. ასევე კითხვები იბადება სასამართლოსთან დაკავშირებით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ძირითად პრობლემა გამოიხატება, რომ დაჩქარებული წესით მიიღეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი“, - განაცხადა მაიკლ პოზნერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics